მწვავე ვირუსული ტონზილო-ფარინგიტი

მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა, სხვა დაავადებებთან ერთად იგი ხშირად მწვავე ტონზილიტთან ერთად ვლინდება. ეს უკანასკნელი, ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. 

სიმპტომები

მწვავე ვირუსული ტონზილო-ფარინგიტი იწვევს ხორხის შეშუპებას ყველაზე ვიწრო ადგილას, სახმო იოგების მიდამოში, და ცრუ კრუპს, რომელიც ხელს უშლის სუნთქვას. გარდა ამისა პაციენტებს აწუხებთ ყელის სიმშრალე, ტკივილი ყლაპვისას და ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა ან დაკარგვა.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია, მიუხედავად ამისა რეკომენდირებულია სპეციალისტის მითითებების გათვალისწინებაც.