მცირე ნაწლავის ბაქტერიული ჭარბი ზრდა
მცირე ნაწლავის ბაქტერიული ჭარბი ზრდა, იგივე ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი ვითარდება წვრილი ნაწლავების ანატომური ცვლილებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილების ან კუჭის მჟავას სეკრეციის დაქვეითების გამო. ბაქტერიები ზრდისთვის იყენებენ როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე ვიტამინ B12-სა და ნახშირწყლებსაც, ხოლო თავად ფოლიუმის მჟავას გამოიმუშავებენ, ამიტომ მისი დეფიციტი იშვიათია. მძიმედ მიმდინარე ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომის დროს ზიანდება ნაწლავების ლორწოვანი, რაც იწვევს მუცელში დისკომფორტს, ცხიმების შეწოვის დარღვევას, შებერილობას, ყურყურს, დიარეას. ვითარდება ვიტამინ-B12- დეფიციტური ანემია.