ოსტეოართრიტი სახსრის ნორმალური სტრუქტურების მექანიკური დარღვევების, კაფსულის პათოლოგიური შეცვლისა და ხრტილის დაზიანების შედეგად ვითარდება.
მუხლის ოსტეოართრიტის განვითარების ზუსტი მიზეზები და მექანიზმები სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. თუმცა შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სავარაუდო მიზეზი:
დაავადება ხშირად რამდენიმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაშინაც კი, როდესაც რენტგენის სურათებზე კარგად ჩანს სახსარში არსებული ცვლილებები. ამ დროს შესაძლოა ერთმანეთს ენაცვლებოდეს სახსრის ძლიერი ტკივილები და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები.
მუხლის ოსტეოართრიტის სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდირებულია სპეციალისტთან კონსულტაცია და მკურნალობის კურსის ჩატარება.