მუხლის ბურსიტი არის სახსრის გარშემო არსებული ბურსას (აბგა) ანთება. ბურსა მცირე ზომის სითხით სავსე ჯიბეა, რომელიც ამცირებს ხახუნს და წნევას ძვლებს შორის, რითაც იცავს ძვლებს, მყესებსა და სახსრებს. მუხლის თითოეულ სახსარს 11 ბურსა (აბგა) აქვს. ნებისმიერ მათგანში შესაძლოა განვითარდეს ანთებითი მდგომარეობა, მაგრამ ბურსიტი ყველაზე ხშირად კვირისტავის მიდამოში ან სახსრის შიდა ზედაპირზე ვითარდება.
მუხლის ბურსიტს იწვევს:
მუხლის ბურსიტის სიმტომები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელი აბგაა ანთებითი და რამ გამოიწვია ეს პროცესი. ზოგადად, მუხლის დაზიანებული ნაწილი, წნევითი ზემოქმედების შემთხვევაში, თბილი, მტკივნეული და შესიებულია. სიმპტომები შესაძლოა ვლინდებოდეს მოძრაობის დროს ან მოსვენებით მდგომარეობაშიც. მუხლის დაზიანება სიმპტომების სწრაფად გამოვლენას იწვევს, თუმცა ბურსიტის უმეტესი შემთხვევა ქრონიკული, განმეორებითი დაზიანების შედეგია, მაგალითად ისეთ სამუშაოზე, რომელზეც ხშირად გიხდებათ მუხლის მოკეცვა. სიმპტომები ნელნელა ვითარდება და რთულდება.
მკურნალობა შედგება სახლის პირობებში მოვლისა და ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებისაგან, რომლებიც ამსუბუქებს ტკივილსა და ანთებას.