მუცლის აორტის განშრევება
აორტა არის მაგისტრალური სისხლძარღვი, რომელიც გულიდან გამოდის და სისხლთან ერთად ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს. იგი 2-3 სმ დიამეტრის მქონე სქელკედლიანი მილია. ანატომიურად აორტა რამდენიმე ნაწილად იყოფა: აღმავალ აორტად, აორტის რკალად, დაღმავალი გულმკერდის ნაწილად და მუცლის აორტად, რომელიც ორად იტოტება. აორტიდან გამომავალი სისხლძარღვები სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს ქმნიან. მუცლის აორტის განშრევების დროს აორტის კედლის შიდა შრიდან სისხლი შუა შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება.