მუცლის აორტის ანევრიზმა

მუცლის აორტის ანევრიზმა სხეულის მაგისტრალური სისხლძარღვის - აორტის ქვედა ნაწილის გაფართოებაა. აორტა გულიდან გამოდის და გულმკერდის ღრუს გავლით მუცლის ღრუს გადაკვეთს. რადგანაც აორტით სისხლი მთელ სხეულს მიეწოდება, ანევრიზმის გასკდომა სიცოცხლისთვის საშიში, სისხლდენით მიმდინარე მდგომარეობაა. აორტის ანევრიზმების უმრავლესობა სწორედ მუცლის აორტაში გვხვდება. 

გამომწვევი მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ ანევრიზმის ზუსტი მიზეზი უცნობია, რამდენიმე ფაქტორი შესაძლოა ხელს უწყობდეს მის ჩამოყალიბებას. მაგალითისთვის, თამბაქოს მოხმარება ზრდის ანევრიზმის განვითარების რიკს, იმის გარდა რომ მოწევა პირდაპირ აზიანებს არტერიებს, თამბაქო ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას არტერიებში და წნევის მომატებას. მოწევა ასევე აჩქარებს ანევრიზმის გადიდებას აორტის დაზიანებით.

კიდევ ერთ მიზეზად ითვლება არტერიების გამაგრება იგივე ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ეწოდება პროცესს, როცა ცხიმი ან სხვა ნივთიერება გროვდება სისხლძარღვის კედელში, რაც ზრდის ანევრიზმის რისკს.

იშვიათ შემთხვევებში ანევრიზმა შესაძლოა გამოწვეულ იყოს ინფექციით ან ანთებით, რაც აორტის დასუსტების შედეგია.

სიმპტომები

მუცლის აორტის ანევრიზმა ძირითადად ნელა და უსიმპტომოდ ვითარდება, რაც რთულებს დიაგნოსტიკას. თუ მუცლის აორტის ანევრიზმა გადიდდა შეიმჩნევა შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

ანევრიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმები ფრთხილად აკვირდებიან მას და გეგმავენ შესაძლო ოპერაციას.