მუნი

მუნი არის ქავილის გამომწვევი კანის დაავადება. რომელიც განპირობებულია მცირე ზომის მთხრელი ტკიპებით - სარკოპეს სკაბიეით. მიუხედავად იმისა რომ, დაავადებამ სხეულის ნებისმიერი ნაწილი შეიძლება მოიცვას, უფროსი ასაკის ბავშვებში და ზრდასრულებში მუნი აღინიშნება: თითებს შორის, იღლიებში, მაჯის გარშემო, იდაყვის შიდა ნაწილში, ფეხის გულებზე, სარძევე ჯირკვლების გარშემო, დუნდულებზე და ა.შ.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების განვითარება შემდეგნაირად ხდება, მდედრი ტკიპა ძვრება კანქვეშ და წარმოქმნის გვირაბს, სადაც დებს კვერცხებს, რომლებიდანაც იჩეკებიან ტკიპის ლარვები, ისინი ამოდიან კანის ზედაპირზე, მწიფდებიან და ვრცელდებიან კანის სხვა ნაწილებში, სხვა ადამიანის სხეულზე, მუნით გამოწვეული ქავილი განპირობებულია ტკიპებზე, მათ კვერცხებზე, ნარჩენ პროდუქტებზე ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ალერგიული რეაქციის შედეგად. ძაღლები, კატები და ადამიანები მუნით ავადდებიან თავიანთთვის დამახასიათებელი ტკიბის ჯიშით. თითოეული ფორმა ირჩევს ერთ კონკრეტულს მასპინძელ ორგნიზმს და არ შორდება მას. ამიტომ ცხოველიდან გადადებული ტკიპა ადამიანზე მხოლოდ დროებით რეაქციას იწვევს. ამისგან განსხვავებით ადამიანიდან ადამიანზე გადაცემული ტკიპა დაავადებას სრულყოფილად ავითარებს.

სიმპტომები

მუნის სიმპტომებია:

მკურნალობა

დაავადება ადვილად იკურნება. მედიკამენტური საშუალებების კანზე გამოყენება კლავს ტკიპებს და მათ კვერცხებს, თუმცა ქავილი შეიძლება გაგრძელდეს რემდენიმე კვირის განმავლობაში.