მსხვილი ნაწლავის სიმსივნე საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილებში ვითარდება.
მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. იგი იწყება უჯრედების მცირე წანაზარდებით, კეთილთვისებიანი, ადენომატოზური პოლიპების განვითარებით. დროთა განმავლობაში ისინი სიმსივნეში გადაიზრდება. პოლიპები შეიძლება იყოს სოკოს ფორმის ან ბრტყელი ნაწლავის კედელში ჩაზრდილი, მათი ამოკვეთა კიბოს პრევენციის კარგი საშუალებაა. დაავადების ჩამოყალიბების რისკს ზრდის მემკვიდრეობითი გენური მუტაციები.
მსხვილი ნაწლავის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების უმრავლესობა უსიმპტომოა ადრეულ სტადიებში, როცა სიმპტმები ჩნდება ისინი საკმაოდ განსხვავებულია, კიბოს ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
ექიმები რეკომენაციას უწევენ რეგულარულ სკრინინგს, ნაწლავის კიბოს პრევენციის მიზნით, ამ გზით შესაძლებელია პოლიპების დროულად აღმოჩენა, მისი ამოკვეთით კი კიბოს განვითარების თავიდან აცილება.