მრავლობითი მიელომა არის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების), კონკრეტულად კი პლაზმური უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე. მრავლობითი მიელომის დროს ძვლის ტვინში დაგროვებული სიმსივნური უჯრედები გამოდევნიან ჯანსაღ უჯრედებს. დაავადებული უჯრედები, ნაცვლად ორგანიზმის დამცავი ანტისხეულების გამომუშავებისა, გამოიმუშავებენ პათოლოგიურ ცილებს, რომლებიც იწვევენ თირკმლის პრობლემებს. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. საწყის ეტაპზე დაავადება შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, შემდეგ კი გამოვლინდეს მისთვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: ძვლების ტკივილი, განსაკუთრებით ხერხემლისა და მკერდის ძვლის გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, მადის დაქვეითება, გონების დაბინდვა და დაბნეულობა, დაღლილობა, ხშირი ინფექციები, წონის კლება, სისუსტე და დაბუჟება ფეხებში, გაძლიერებული წყურვილი მიელომის უსიმპტომო ეტაპი მკურნალობას არ საჭიროებს. სიმპტომების გამოვლენისას კი მკურნალობა მიმართულია მათი, მაგ. ტკივილის შემსუბუქებისაკენ და დაავადების პროგრესირების შენელებისკენ, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ, ბიოლოგიურ, ქიმიო, რადიაციულ და სტეროიდულ თერაპიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.