მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა, რომელიც ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ეს მაჩვენებელი აღემატება კიბოთი, ტუბერკულოზით, ინფექციური დაავადებებითა და შიდსით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ერთად აღებულს. დაავადება უმთავრესად 45-50 წელს გადაცილებულთა ხვედრია, თუმცა საგრძნობლად იმატა ინფარქტის შემთხვევებმა გაცილებით ახალგაზრდებში - 35-დან 40 წლამდე, რაც დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას უკავშირდება. მიოკარდიუმის ინფარქტით გაცილებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ინფარქტი ათიდან 7 შემთხვევაში მოსვენებისას ემართებათ, ქალებს კი ყველაზე ხშირად შრომისას.