მიკროსკოპული პოლიანგიტი

მიკროსკოპული პოლიანგიტი არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების, ნერვული სისტემის, კანისა და ფილტვების დაზიანებასთან.

თირკმლის ანთება, რომელიც ცნობილია, როგორც გრანულონეფრიტი იწვევს შარდის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან ცილებისა და სისხლის გამოდევნას. პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა, სუნთქვის უმარისობა, ქვედა კიდურების შეშუპება.

მიკროსკოპული პოლიანგილიტის შედეგად ვითარდება ვასკულიტი, დაავადება, რომელიც იწვევს კანის ზედაპირზე მოასამნისფრო ლაქების გაჩენას, განსაკუთრებით დუნდულების და ფეხების მიდამოებში.

პერიფერიული ნერვული სისტემა თავის ტვინიდან გამომავალი 12 და ზურგის ტვინიდან გამომავალი 31 წყვილი ნერვისგან შედგება. თითოეულს თავისი სამოქმედო არეალი აქვს და ნებისმიერი პათოლოგია, ტრავმა იქნება ეს თუ სხვა სახის დაზიანება, შესაბამის არეში მოძრაობისა და მგრძნობელობის სრულ ან ნაწილობრივ მოშლას იწვევს. მიკროსკოპული პოლიანგიტის შედეგად აღნიშნული ნერვები ვეღარ იღებენ მათვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს, რაც საბოლოოდ იწვევს ნერვების კვდომას. 

რაც შეეხება ფილტვების დაზიანებას, სამწუხაროდ ხშირად მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია. მიკროსკოპული პოლიანგიტით დაავადებულთა 12% - ში აღინიშნება სისხლიანი ნახველი და გართულებული სუნთქვა, ფილტვებში არსებული სისხლძარღვებიდან განვითარებული სისხლდენის გამო. 

გამომწვევი მიზეზები

დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია. მეცნიერთა ვარაუდით იგი დაკავშირებული უნდა იყოს იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირების მოშლასთან. 

სიმპტომები

მიკროსკოპული პოლიანგიტი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

მკურნალობა

მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია სწორი და რაც მთავარია, დროული მედიკამენტური მკურნალობით