მიასთენია

გამომწვევი მიზეზები

მიასთენია აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს. მისი განვითარების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. კუნთების პათოლოგიური გადაღლის მექანიზმის საფუძველია აცეტილქოლინის ცვლის დარღვევა, ამ ნივთირებას მამოძრავაბელ ნერვში წარმოქმნილი იმპულში კუნთს შორის არსებული ნაპრალებისკენ მიაქვს. მიასთენიის დროს აცეტილქოლინის სინთეზის, დაგროვების, გადმოსროლის, გაყოფისა და უკუშეწოვის რთული  მექანიზმი ირღვევა და სიგნალს უფრო და უფრო მეტად უჭირს კუნთამდე მიღწევა, მოძრაობა თანდათან ძნელდება და ბოლოს სულ მთლად წყდება. სწორედ ასეთ მდგომარეობას ეწოდება კუნთების პათოლოგიური გადაღლის სინდრომი.

სიმპტომები

მიასთენიის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელი კუნთი ჩაერთვება პათოლოგიურ პროცესში, ყველაზე ხშირად დაავადება ზემოთა ქუთუთოების დაშვებით ანუ ფთოზით იწყება, შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის გაორება, თვალის კაკლის ორგანული მოძრაობები, თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვის ერთდროული დამბლა, მიასთენიის დროს თავს იჩენს მიმიკური, საფეთქლისა და საღეჭი კუნთების სისუსტე, რაც იწვევს ღეჭვის გაძნელებას, დიქციის დარღვევას და გამომეტყველების შეცვლას (მიმიკის შესუსტებას). რბილი სასის, ხორხისა და საყლაპავის ზედა კუნთების დაზიანების გამო ირღვევა დანაწევრებული მეტყველების უნარი, იშლება საყლაპავი აქტი, დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთების დაზიანება იწვევს სუნთქვის დარღვევას, სრულ გაჩერებამდეც კი. მოსალოდნელია გულის კუნთების მოდუნება მუშაობის უმნიშვნელო შეფერხებიდან სრული შეწყვეტის ჩათვლით. კიდურებისა და ტანის კუნთების სისუსტე  აძნელებს კიბეზე ასვლას, სიარულს, დახრას, სიმძიმის ტარებას.

მკურნალობა

მიასთენიის მკურნალობა გულისხმობს სხვადასხვა სახის ტერაფიასა და სამედიცინო მეთოდების გამოყენებას. მიასთენიის მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა ათიდან 8 შემთხვევაში დადებით ეფექტს (მყარ და ხანგრძლივ რემისიას) იძლევა.