ზოგიერთ მედიკამენტს, ქიმიურ ნაერთს და სამედიცინო მდგომარეობას შეუძლია გაზარდოს კანის მგრძნობელობა მზის მიმართ. უცნობია რატომ აქვს მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს მზის ალერგია, ამაში შეიძლება თანდაყოლილი ფაქტორებიც მონაწილეობდნენ.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
ნიშნები და სიმპტომები მხოლოდ მზესთან კონტაქტის შემდეგ ჩნდება, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათში.
მზის ალერგიის მსუბუქი ფორმები მკურნალობის გარეშე ქრება. უფრო მძიმე შემთხვევებს სტეროიდული კრემები ან ტაბლეტები სჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მწავევ მზის ალერგია, მზისგან თავის არიდება და დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა ესაჭიროებათ.