მე-2 ტიპის აუტომინურ პოლიენდოკრინული სინდრომი

მე-2 ტიპის აუტომინურ პოლიენდოკრინული სინდრომი, იშვიათი აუტოიმუნური დარღვევაა, რომელიც დაკავშირებულია ჯირკვლების მიერ ჰორმონების არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფასთან. თავდაპირველად ითვლებოდა რომ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლისების მიერ ჰორმონების გამოყოფის ფუნქციის დაქვეითება იყო, პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა რომ დაავადების გამოწვევა დაკავშირებულია სხვა ჯირკვლებთანაც, მაგალითად, პანკრეასთან ან სასქესო ჯირკვლებთან. 

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი, სამწუხაროდ, დაუდგენელია. სავარაუდოდ მდგომარეობას იწვევს აუტოიმუნური დარღვევა, როცა იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და ებრძვის ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს. 

სიმპტომები

მე-2 ტიპის აუტომინურ პოლიენდოკრინული სინდრომითან სხვადასხვა სახის დაავადება და  სიმპტომია დაკავშირებული. დაავადებებიდან გამოიყოფა: ჰიპოთიეროდიზმი, დიაბეტი, ედისონის დაავადება, ჰიპოპარათირეოდიზმი, ცელიაკია,  გრეივის დაავადება.