მეჭეჭების გაჩენის მთავარი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსილი ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი იწვევს მეჭეჭების გაჩენას ხელებზე. სხვა ტიპები იწვევენ მეჭეჭებს ფეხებზე, კანისა და ლორწოვანის სხვა არეებზე, ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის მეშვეობით ან იმ ზედაპირთან შეხებით, რომელსაც დაინფიცირებული ადამიანი შეეხო, ვირუსი ორგანიზმში ჭრილობებიდანაც აღწევს, საყურადღებოა, რომ ფრჩხილების მოკვნეტა ზრდის ვირუსის გადადების რისკს.
მეჭეჭებს ახასიათებს შეხებისას უხეში ზედაპირი და მცირე ზომის შავი წერტილების განვითარება. ეს შავი წერტილები მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვებია.
მეჭეჭი ხშირად თავად ქრება, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობა დისკომფორტის ან ცუდი ვიზუალური ეფექტის გამო მის მოშორებას თავად წყვეტს.