მესამე ხარისხის ანტრიოვენტიკულარული ბლოკი
მესამე ხარისხის ანტრიოვენტიკულარული ბლოკი გულის გამტარი სისტემის დარღვევაა, რომელიც იწვევს პარკუჭებისა და წინაგულების ფუნქციონირების მოშლას. ირღვევა გულის რითმი და ვითარდება ბრადიკარდია - გულისცემის შენელება. მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად ითვლება მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე გულის გამტარი სისტემის იდიოპათიური გადაგვარება, დეგენერაცია. მესამე ხარისხის ანტრიოვენტიკულარული ბლოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ მონიტორინგს.