მესამეული ათაშანგი

ათაშანგი იგივე სიფილისი, ინფექციური დაავადებაა. ის აზიანებს კანს, ლორწოვანს, შინაგან ორგანოებს, იმუნურ სისტემას, ძვლებსა და ნერვულ სისტემას. დაავადების გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა. ათაშანგით ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კონტაქტია. ნერწყვში ათაშანგის გამომწვევი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, როდესაც გამონაყარი ჩნდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ძალიან იშვიათად, სიფილისით დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების (ჭურჭლის, პირსახოცის და სხვათა) საშუალებითაც. ჩვილს დაავადება შესაძლოა გადაედოს სიფილისით დაავადებული დედის რძის მეშვეობით. ინფიცირება არც მუცლად ყოფნის პერიოდშია გამორიცხული.

სიმპტომები

სიფილისი კლინიკურად სტადიებად ვითარდება და სიმპტომები განსხვავებულია სტადიის მიხედვით. თუმცა ისინი შეიძლება არც გამოვლინდეს ან ჩვეული თანმიმდევრობით არ განვითარდეს. მესამეული ათაშანგი დაავადების ყველაზე რთული ფორმაა. მისი განვითარების ძირითადი მიზეზი დაავადების საწყის სტადიებზე უყურადღებოდ დატოვებაა. მესამეული ათაშანგი პაციენტების 15-30% ს უვითარდება, ეს უკანასკნელი ტვინის, ნერვული სისტემის, თვალების, გულის, სისხლძარღვების, ღვიძლის, ძვლებისა და სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს.

მკურნალობა

სიფილისის მკურნალობა ძირითადად ანტიბიოტიკ- პენიცილინის ინექციას მოიცავს. თუმცა შორსწასული სტადიების შემთხვევაში, როგორიცაა მესამეული ათაშანგი, დამატებითი მკურნალობა შეიძლება გახდეს საჭირო.