სიფილისი კლინიკურად სტადიებად ვითარდება და სიმპტომები განსხვავებულია სტადიის მიხედვით. თუმცა ისინი შეიძლება არც გამოვლინდეს ან ჩვეული თანმიმდევრობით არ განვითარდეს. მეორადი ათაშანგი პირველი სტადიის დროს გაჩენილი შანკრის შეხორცებიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება. შანკრი კანზე წარმოქმნილ მცირე ზომის წარმონაქმნს ეწოდება. მეორად ათაშანგს ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება ტანიდან და შემდეგ კიდურებზე ვრცელდება ხელისა და ფეხისგულების ჩათვლით. გამონაყარი ქავილის გარეშეა. მდგომარეობას ზოგჯერ თან ახლავს კუნთების ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი და გადიდებული ლიმფური კვანძები. ეს სიმპტომები რამდენიმე კვირაში უკუგანვითარდება და შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდეს.
მეორედი ათაშანგის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკ - პენიცილინის ინფექციას, თუმცა პაციენტისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს დამატებითი მკურნალობაც.