მენოპაუზა

მენოპაუზა მდგომარეობაა, რომელიც დგება ბოლო მენსტრუალური ციკლიდან 12 თვის შემდეგ და აღნიშნავს მენსტრუალური ციკლების დასასრულს. მენოპაუზის დაწყების საშუალო ასაკი 51 წელია. აღნიშნული მდგომარეობა ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც წყდება შვილოსნობის უნარიც, მაგრამ ადამიანი ჯანმრთელია და შეუძლია ნორმალური სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებაც. ზოგიერთ ქალს ეხსნება დაფეხმძიმების შიშიც.

გამომწვევი მიზეზები

მენოპაუზას იწვევს რეპროდუქციული ჰორმონების ბუნებრივი შემცირება. როცა ქალი 40 წელს აღწევს, საკვერცხეებში გამომუშავდება ნაკლები ესტროგენი და პროგესტერონი - ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუაციას, ამ დროს შვილოსნობის უნარი ქვეითდება. 40 წლიდან დაწყებული მენსტრუალური ციკლი ხანგრძლივდება და მოკლდება, სისხლდენა იმატებს ან მცირდება, ციკლი იშვიათდება ან ხშირდება, ამის შემდეგ საშუალოდ 51 წლის ასაკში მენსტრუაცია წყდება.

მენოპაუზა შეიძლება გამოწივიოს ტოტალურმა ჰისტეროქტომიამ, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოსა და საკვერცხეების ქირურგიული ამოკვეთა. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასევე შეიძლება შვილოსნობის უნარის შეწყვეტა/დაქვეითების მიზეზი გახდეს.

საკვერცხის პირველადი უკმარისობა, ქალების  მხოლოდ 1% ში იწვევს ნაადრევ მენოპაუზას, რაც ნიშნავს მენოპაუზის 40 წლამდე დაწყებას. საკვერცხეებში ვეღარ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის რეპროდუქციული ჰორმონები. ამის მიზეზი კი გენეტიკური ან აუტოიმუნური დარღვევებია. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ჰორმონული თერაპია, მენოპაუზის ნორმალურ ასაკამდე, რათა დაცული იყოს ტვინის გულისა და ძვლის ფუნქციები.

სიმპტომები

მენოპაუზამდე რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ქალი გადის პერიმენოპაუზურ პერიოდს. ამ დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

იმ სიმპტომების გავლენის შესამცირებლად, რომლებიც ქალბატონებს დისკომფორტს უქმნის, დღევანდელ დღეს არსებობს მრავალი ეფექტური მკურნალობა, როგორიცაა ცხოვრების სტილის ცვლილება ან ჰორმონული თრეაპია.