მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება, შიგნითა ყურის იმ ნაწილის არაანთებითი დაავადებაა, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის, სხეულის მდებარეობის და სმენით აღქმასა და წინასწორობის რეგულირებას.

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობა გამოწვეულია ლაბირინთში (შიგნითა ყურის ერთ-ერთი ნაწილი) არსებული სითხის მოცულობის მატებით და მის შემადგენელ ელექტროლიტებს შორის ნორმალური თანაფარდობის შეცვლით. დაავადება საკმაოდ იშვიათია და უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართებათ, მისი განვითარება ძირითადად უკავშირდება შიგნითა ყურის სისხლსძარღვოვანი სისტემის ცვლილებებს, არტერიების შევიწროვების შედეგად კაპილარებისა და წვრილი ვენების გაფართოვებას, რასაც მოჰყვება შიგნითა ყურში შეგუბება და შეშუპება. დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამშობს ალერგიულ რეაქციებიც. დაავადება უმეტესად კლიმაქსურ პერიოდში ვლინდება, რადგან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული დარღვევები. შეტევას, როგორც ჩანს, ლაბირინთიდან (შიგნითა ყურიდან) ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიმავალი არანორმალური იმპულსები იწვევს.

სიმპტომები

მენიერის დაავადებას ახასიათებს:

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა კომბინირებულია და მოიცავს სპეციალურ დიეტას, იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც ხელს უწყობს ენდოლიმფის ოდენობისა და შემადგენლობის მუდმივობის შენარჩუნებას. მენიერის დაავადება, სიმძიმის მიუხედავად, სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა.