მელანომა

მელანომა კანის ყველაზე აგრესიული კიბოა, რომელიც მელანინის წარმომქმნელ უჯრედებში - მელანოციტებში იწყება. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანს შეფერილობას ანიჭებს. მელანომა შეიძლება განვითარდეს თვალებში და იშვიათად შინაგან ორგანოებში, მაგალითად ნაწლავებში. 

გამომწვევი მიზეზები

კიბო ყალიბდება, როცა მელანოციტებში ირღვევა ნორმალური ზრდა-განვითარების პროცესი. ჯანმრთელ ორგანიზმში ჯანსაღი და ახალი უჯრედები ჩაანაცვლებენ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირზე, რომლებიც შემდეგ აიქერცლება და ჩამოშორდება კანს. როდესაც უჯრედებში ზიანდება დნმ ეს პროცესი აღარ რეგულირდება, წარმოიქმნება პათოლოგიური უჯრედების გროვა, რაც შემდეგ კიბოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას იწვევს. ზუსტად უცნობია, რატომ ზიანდება კანის უჯრედებში არსებული  დნმ. სავარაუდო მიზეზად სახელდება გენეტიკური გარემო ფაქტორები, გარდა ამისა, ექიმები ფიქრობენ, რომ მელანომის გამომწვევი მთავარი მიზეზი ულტრაიისფერი სხივებია, რომელიც ადამიანის კანზე მზის ან სოლარიუმუს პირობებში შეიძლება მოხვდეს. 

სიმპტომები

დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე შეინიშნება მანამდე არსებული ხალის გამუქება, ახალი პიგმენტური ან უჩვეულო ხალის გაჩენა კანზე. მელანომას რისკი იზრდება 40 წლის ასაკში, განსაკუთრებით კი ქალებში.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა სავსებით შესაძლებელია, თუ კანის კიბოს დიაგნოზი დროულად დაისვა.