მედულობლასტომა

მედულობლასტომა არის სიმსივნური ტვინის კიბო რომელიც იწყება, ნათხემიდან და ცერებროსპინალური სითხის გავლით ვრცელდება თავისა და ზურგის ტვინის გარშემო. სიმსივნური უჯრედები იშვიათად მეტასტაზირდება სხვა ორგანიების მიმართულებით. ნათხემი თავის ტვინის ნაწილია, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინსა და შუა ტვინს შორის. იგი მონაწილეობს მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის პოზისა და ტონუსის დაცვაში. ცერებროსპინალური სითხე კი გარს აკრავს და დაზიანებისგან იცავს თავისა და ზურგის ტვინს. მედულობლასტომა ემბრიონული კიბოს სახეობაა, ეს არის კიბო რომელის იწყება ტვინის ემბრიონულ უჯრედებში გენური მუტაციის სახეობის მიხედვით არსებობს მედულობლასტომის ოთხი ქვეტიპი. დაავადება არ გადაეცემა მემკვიდრეობით, თუმცა მისი განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა გენეტიკურმა სინდრომებმა. დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს,მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვებში ფიქსირდება. 

სიმპტომები

მედულობლასტომის ნიშნები და სიმპტომებია:

მკურნალობა

მკურნალობის დაწყებამდე მოწმდება პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიბოს ქვეტიპი და მდებარეობა, ასევე განვითარების სტადია, შემდეგ კი განისაზღვრება სამკურნალო გეგმა, რომელიც ძირითადად გულისხმობს ქირურგიულ ოპერაციის შემდეგ რადიაციული ან ქიმიოთერაპიის, ან ორივე მათგანის ერთად  ჩატარებას.