მედიაასტინიტი

მედიაასტინიტი შუასაყრის ქსოვილის (გულმკერდის ღრუს ნაწილი) სერიოზული ან ჩირქოვანი ანთებაა. მედიასტინიტი რიგი დაავადებების გართულებას წარმოადგენს, ამიტომ ძირითადად ვლინდება ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებით, არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე. ანთება ვითარდება შუასაყარში პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოხვედრილი ინფექციით. შუასაყარში ინფექცია პირდაპირი გზით შეიძლება მოხვდეს შუასაყრის რომელიმე ორგანოს ანთების ან პერფორაციის(გახვრეტა), აბსცესირებული(დაჩირქებული) ლიმფადენიტის, პლევრის ემპიემის, შუასაყარში პერფორირებული ფილტვის აბსცესის შედეგად. უკანასკნელ ხანს გახშირდა საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების ინსტრუმენტული პერფორაციით განპირობებული მედიასტინიტები. შუასაყარში ინფექციის არაპირდაპირი გზით (ლიმფოგენურად) მოხვედრა კი შესაძლებელია მეზობელი ორგანოების (ფილტვების, ნეკნების, კისრის) ანთებითი ცვილებების დროს.

სიმპტომები

სიმპტომები ვლინდება იმისდა მიხედვით თუ რომელი დაავადების ფონზე განვითარდა მედიასტინიტი, მაგალიათად, კისრის დაავადების ფონზე განვითარებულ მედიასტინიტს თან სდევს ტკივილი მკერდის უკან, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება და ტაქიკარდია. საყლაპავის გამოკვლევისას მომხდარი ინსტრუმენტული პერფორაციის დროს განვითარებულ მედიასტინიტს ახასიათებს კისერზე კანქვეშა კრეპიტაცია და მკერდუკანა ტკივილი, რომლეიც კისერსა და ბეჭთაშუა სივრცეს გადაეცემა. რამდენიმე საათის შემდეგ სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, ავადმყოფს ამცივნებს, სდის უხვი ოფლი, გულისცემა უჩქარდება და შესაძლოა, სეპტიკური შოკიც კი განუვითარდეს. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი.

მკურნალობა

მედიასტინიტის მკურნალობა შესაძლებელია და ძირითადად გულისხმობს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას, რის შემდეგაც პაციენტის ჯანმრთელობა საგრძნობლად უმჯობესდება.