მაჯის მყესების დაჭიმვა
მყესი ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. მყესები კუნთების შეკუმშვისას ძვლებსა და სახსრებს მოძრაობაში ეხმარება. მყესის დაზიანება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. მაჯის მყესების დაჭიმვა გულისხმობს მაჯასა და ცერა თითს შორის მდებარე შემომსაზღვრელი გარსის ტკივილს. ამ დროს ამ გარსის შეშუპება და გასქელება აღინიშნება, რის გამოც ცერის მოძრაობა ძალიან მტკივნეულია.