მასტიტის მთავარი მიზეზი სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბება, მისი არასრული დაცლა, დვრილების ირგვლის ნახეთქების არსებობა.ასეთ პირობებში მოხვედრილი მიკრობები ლიმფური და რასძევე სადინარებით ჯირკვალში აღწევენ და იქ ანთებით პროცესს იწვევენ. მასტიტის გამომწვევები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ზოგიერთი სხვა მიკრობი - ძუძუსთავებზე ხვდებიან ჩვილის პირიდან, ჭუჭყიანი თეთრეულიდან, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიგიენის დაუცველობის გამო, ნახეთქები კი დვრილებზე უმთავრესად ბავშვის არასწორი მოჭიდების გამო ჩნდება.
მასტიტი, წესისამებრ, ცალ სარძევე ჯირკვალში ვითარდება მშობიარობიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. დაავადების პირველი ნიშნებია სარძევე ჯირკვლის გამკვრივება, კანის შეწითლება და მგრძნობელობის მომატება, მჭრელი ტკივილი და სიცხე. ანთებითი პროცესის პროგრესირების შემთხვევაში ჯირკვალი იზრდება, კანი დაჭიმულია, ცხელი. კანქვეშ, ჯირკვლის სიღრმეში ან მის უკან ყალიბდება აბსცესი (ჩირქგროვა), რომლის ლოკალიზაციაზეც არის დამოკიდებული მასტიტის კლინიკური სურათის თავისებურება. დაავადება ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
მასტიტი ადრეულ სტადიაშივე ენერგიულ მკურნალობას მოითხოვს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა. აუცილებელია მოსვენება, ძუძუს შემაღლებულ მდგომარეობაში შეკავება, მთლიანად დაცლა, ხშირი წოვება (ბავშვი კვების დროს სწორად უნდა იყოს მოჭიდებული ძუძუს), საჭიროებისამებრ, გამოწველა. ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია და ნოვოკაინით ბლოკადა.