მანიაკალური სინდრომი

მანიაკალური სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად ამაღლებული ხასიათით, რომელიც შერწყმულია დაუსაბუთებელ ოპტიმიზმთან, აჩქარებულ აზროვნებასთან და მეტისმეტ აქტიურობასთან. მანიები ყველაზე უფრო ხშირად წარმოიქმნება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების დროს, ასევე ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს. ავადმყოფთათვის დამახასიათებელია სიხარულის, ბედნიერების, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების განცდა. ძილი, როგორც წესი დარღვეულია, მადა მომატებულია, არაიშვიათად მატულობს სექსუალობა; ირღვევა მენსტრუალური ციკლი. მცირედ გამოხატული მანია (ჰიპოპმანია) ხშირად შერწყმულია მრავალფეროვან სომატურ სიმპტომებთან, ალერგიებთან, ნევროზულ გამოვლინებებთან.

სიმპტომები

ავადმყოფთათვის დამახასიათებელია შემდეგი მდგომარეობა: