ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზი მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება და ჰემორაგიული სინდრომი. ლეპტოსპიროზის გამომწვევი მიკროორგანიზმები მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ადამიანისთვის დაავადების წყაროს წარმოადგენს ლეპტოსპიროზით დაავადებული ან დაავადება გადატანილი გარეული ან შინაური ცხოველები, რომლებიც შარდთან ერთად გამოყოფენ ლეპტოსპირებს და აინფიცირებენ წყალს, საკვებს, ნიადაგს, ირგვლივ არსებულ საგნებს.

სიმპტომები

ლეპტოსპიროზის საინკუბაციო პერიოდი 6-12 დღე იშივიათად 20 დღემდე გრძელდება. დაავადება იწყება სრაფად და მოულოდნენლად. პირველსავე საათებში ტემპერატურა 39-400C-მდე ადის, 5-7 დღის განმავლობაში ცხელება მუდმივია, შემდეგ კი ტალღისებური. ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, სისუსტეს და ტანში ტეხის შეგრძნებას, უძილობას და კუნთების ტკივილს მოსვენების დროსაც კი. მტკივნეულია უპირატესად წვივის, ზურგის, მუცლისა და კეფის კუნთები, ჭირს მოძრაობა. პირველსავე დღეს ყალიბდება მძიმე ინტოქსიკაციის სურათი: ადინამია, აპათია, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ბოდვა. ავადმყოფს სახე შეშუპებული და შეწითლებული აქვს, გამოხატულია კონიუნქტივიტი. დაავადების მეორე-მესამე დღეს ვლინდება ჰერპესი, მესამე-მეექვსე დღეს კიდურებსა და ტანზე, განსაკუთრებით - ზურგის, გულმკერდისა და მუცლის გვერდით ზედაპირებზე, ჩნდება  სიმეტრიული გამონყარი, რომელიც 10 დღე გრძელდება და სრულდება ქატოსებური აქერცვლით. დაავადების მეხუთე-მეათე დღეს ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, მაგრამ რამდენიმე დღეში შესაძლოა ისევ იჩინოს თავი ცხელებამ, რომელიც პირველ ტალღაზე გაცილებით ხანმოკლეა.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობის ძირითადი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია და სპეციფიკური იმუნოგლობულინის შეყვანა. დროული დიაგნოზისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ლეპტოსპიროზი იკურნება.