დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ალკოჰოლი, თამბაქო - სიგარეტის, საღეჭი რეზინის ან სხვა სახით, მიიჩნევა ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.
ლეიკოპლაკია ზოგადად საშიში არ არის, მაგრამ ზოგჯერ რთულდება და ლაქები ავლენენ სიმსივნური წარმნაქმნის გარკვეულ თვისებებს, ლეიკოპლაკიას მრავალგვარი გამოვლენა შეიძლება ჰქონდეს. ცვლილებები ხშირია ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ ენაზე.
მკურნალობით შესაძლებელია დაავადების გამო შექმნილი დისკომფორტისგან განთავისუფლება.