ლამბლიოზი
ლამბლიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება. ინფიცირება უმეტესად ლამბლიების ცისტებით დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით ხდება. ლამბლიები შესაძლოა გადაედოს ადამიანისგან ადამიანს გარემომცველი საგნების ფეკალიებით დაბინძურების შემთხვევაში. ინფიცირება ხდება ფეკალურ-ორალური გზით. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 1-2 კვირას. ლამბლიოზის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება: მყარი ნადები ენაზე, მუცლის შებერვა და ყურყური, შხეფის ხმა წვრილი ნაწლავის განისჯვის დროს, მტკივნეულობა თორმეტგოჯა ნაწლავის არეში. ღვიძლის გადიდება. ლამბლიოზის დიაგნოზი დაისმის განავლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდაჟით მიღებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა მინდინარეობს დაავადების სიმპტომების სრულ შეწყვეტამდე გარკვეული საფეხურების გავლით. საბოლოოდ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.