ლაიმის დაავადების განვითარება ტკიპას კბენის შემდეგ იწყება. ბაქტერია აღწევს კანში და შემდეგ სისხლის მომოქცევაში ცირკულირებს. ტკიპა კანზე 36-48 საათი მაინც უნდა იყოს, რათა ბაქტერიამ შეაღწიოს ორგანიზმში.
დაავადებას ადრეულ ეტაპზე ახასიათებს მცირე ზომის გამონაყარი, წითელი ამობურცულობა, რომელიც ტკიპის ნაკბენის ადგილას ჩნდება. ეს ამობურცულობა ნორმალურია ტკიპის ნაკბენისთვის და არ ნიშნავს ლაიმის განვითარებას. თუმცა თუ შემდეგ დღეებში შეწითლება გავრცელდა "სამიზნის" ფორმით (ფერმკრთალი ცენტრი და წითელი წრე) შესაძლოა ეს იყოს ლაიმის დაავადების ნიშანი. გარდა ამისა, დაავადებას ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები:
დაავადების ადრეულ ეტაპზე, სწორი ანტიბიოტიკური მკურნალობის ჩატარდება ზრდის მოკლე ვადაში გამოჯანმრთელების შანსს, მოგვიანებით ეტაპზე პაციენტების უმრავლესობას შედარებით რთულად, მაგრამ მაინც უბრუნდებათ ჯანრმთელობის ჩვეული მდგომარეობა.