დააავადების განვითარების მიზეზს წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი ფენის შემცირება, იგი იცავს კუჭის კედლებს საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებისგან. როდესაც ლორწოვანი ფენა საკმარისად ვეღარ ფარავს კუჭის კედლებს საკვების მონელებისთვის გამოყოფილი მჟავა აზიანებს კუჭის შემადგენელ ქსოვილებს, დაზიანების ადგილზე კი ჩნდება წყლულოვანი წარმონაქმნები.
რაც შეეხება ლორწოვანი გარსის დაზიანებას, მიზეზად შეიძლება დასახელდეს ან ბაქტერიული ინფექცია ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება. გარდა ამისა, წყლულები კუჭსა და წვრილ ნაწლავში შეიძლება გამოწვეული იყოს ზოლინგერ-ელისონის სინდრომით, რომელიც იწვევს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მჟავების გამოყოფას.
კუჭის წყლულის ძირითადი სიმტომებია:
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზზე და შესაძლებელია მოიცავდეს როგორც მედიკამენტების მიღებას ასევე ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას.