კორტიზოლის წარმოქმნას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის მნიშვნელოვანია ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის ფუნქციების დარღვევა ანუ ტვინის იმ სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობა, რომლებიც ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთქმედებასა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, აქედან გამომდინარე კუშინგის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს: ჰიპოფოზოს ადენომამ, სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებმა, ტურკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიამ ან სიმსივნემ.
მდგომარეობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
არსებობს კუშინგის სინდრომის მკურნალობის 3 მეთოდი,მედიკამენტური მკურნალობა, რაც გულისხმობს იმ პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც კორტიკოსტეროიდების ჭარბ გამომუშავებას თრგუნავენ. სხივური თერაპია, რომელიც ჰიპოფიზის ჭარბ აქტივობას ახშობს, ქირურგიული მკურნალობა ანუ სიმსივნის ამოკვეთა. ხშირად ორ მეთოდს, მაგალითად, მედიკამენტურსა და ქირურგიულს, მედიკამენტურსა და სხივურს, ერთდროულად იყენებენ. ჰორმონების შემცველობის დაქვეითებასთან ერთად ექიმები დაავადების გამოვლინებებსაც მკურნალობენ. მაგალითად, მაღალი წნევის სამკურნალოდ წნევის დამწევ საშუალებებს ნიშნავენ, არეგულირებენ სისხლში შაქრის შემცველობას, მკურნალობენ წყლულს.