ადრე მიიჩნევდნენ, რომ დაავადებას იწვევს კვების რაციონი და სტრესი. თუმცა მოგვიანებით დადაგინდა, რომ ეს ფაქტორები მხოლოდ ამწვავებენ დაავადების მსვლელობას. არსებობს ვარაუდი, რომ დაავადების პროვოცირებას ახდენს ვირუსი ან ბაქტერია. ზოგჯერ როცა იმუნური სისტემა ცდილობს უცხო მიკროორგანიზმთან ბრძოლას, მცდარი იმუნური პასუხი საკუთარ ჯანმრთელ ორგანოებსა და უჯრედებს ებრძვის, მათ შორის მომნელებელ სისტემასაც. კრონის დაავადება საკმაოდ ხშირია იმ ადამიანებში, რომელთაც დაავადებული ოჯახის წვერები ჰყავთ, ამიტომ გამომწვევ მიზეზთა შორის, გენეტიკური ფაქტორიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დაავადება საკმაოდ მტკივნეულია და დისკომფორტს უქმნის პაციენტს. შესაძლოა განვითარდეს. სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც. დაავადების აქტიურ ფაზაში გადასვლისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
კრონის დაავადების განკურნება ჯერჯერობით შეუძლბელია, მაგრამ მკურნალობა ამსუბუქებს ნიშნებსა და სიმპტომებს და ზოგჯერ იწვევს გრძელვადიან რემისიას ანუ სიმპტომების გაქრობას. მკურნალობის მეშვეობით ზოგიერთი დაავადებული ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.