კოსტოჰონდრიტის გამომწვევს მიზეზებს მიეკუთვნება, გულმკერდის არეში მიღებული ტრამვა, ზედმეტად აქტიური ფიზიკური დატვირთვა, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები ასევე ართრიტი.
კოსტოჰონდრიტით დაავადებული ადამიანები ძირითადად გრძნობენ ტკივილს ზემო და შუა ნეკნების მიდამოებსა და გულმკერდის არეში. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მუცლის ღრუში და გაძლიერდეს მოძრაობის, გაჭიმვის ან ღრმად ჩასუნთქვის დროს.
დაავადების განკურნების სხვადასხვა, თანაბრად ეფექტური მეთოდი არსებობს.