კონტაქტური დერმატიტი

დერმატიტი წარმოადგენს ზოგად ტერმინს და ნიშნავს კანის ანთებას, დაავადებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. უმეტესად ვლინდება შესიებული, მოწითალო გამონაყარით, რომელსაც ახლავს ქავილის შეგრძნება. დაზიანებულ კანზე შესაძლოა გაჩნდეს სითხიანი, ჩირქიანი გამონაყარი. დერმატიტის სხვადასხვა ტიპი არსებობს  თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად გამოიყურება და სხეულის განსხვავებულ ნაწილში ჩნდება.

გამომწვევი მიზეზები

კონტაქტური დერმატიტი ერთ-ერთი გავრცელებული შემთხვევაა, გამონაყარი ვითარდება გამღიზიანებელთან ან ალერგენთან შეხების გამო, როგორიცაა ჭინჭარი.

სიმპტომები

წითელი გამონაყარი ხასიათდება წვის შეგრძნებითა და ქავილით, შესაძლებელია სითხის დაგროვებაც.

მკურნალობა

დაავადება ხშირია თუმცა არ არის გადამდები და სიცოცხლისთვის საშიში, მდგომარეობა ქმნის დისკომფორტს, სახლის პირობებში მკურნალობითა და მედიკამენტებით შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება.