კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი კონიუქტივის ( თვალის გამჭვირვალე გარსი, რომელიც მის თეთრ ნაწილს ფარავს) ანთებაა რომლის განმაპირობებელი მიზეზებია: სხვადასხვა ვირუსი, ბაქტერია, ალერგენები, ქიმიური ნივთიერებებისა თუ უცხო სხეულების თვალში მოხვედრა. მდგომარეობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სიწითლე, ქავილი, უცხო სხეული შეგრძნება თვალში, გამონადენი თვალიდან,ცრემლდენა. მკურნალობის მიმართულების განსაზღვრა დაავადების გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ხდება და შესაბამისად ინიშნება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ალერგიის საწინააღმდეგო და ა.შ. საშუალებები.