კონის სინდრომი

კონის სინდრომი (სინონიმი: ლოუის-კონის სინდრომი) წარმოადგენს პირველად ალდოსტერონიზმს, განვითარებულს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრის სიმსივნის ან ჰიპერპლაზიის ნიადაგზე. პათოგენეზური მნიშვნელობა აქვს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას, ჰიპოკალიემიას ალდოსტერონის ჭარბი სეკრეციის გამო. წამყვანი კლინიკური სიმპტომებია არტერიული ჰიპერტენზია, კუნთების სისუსტე, ზოგჯერ - ტეტანია. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სუპრარენორენტგენოგრაფიას, სისხლსა და შარდში ალდოსტერონის განსაზღვრას. სადიფერენციაციო მნიშვნელობა აქვს სისხლში რენინის კონცენტრაციის განსაზღვრას, რომელიც ამ დროს მომატებული არ არის. მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

გამომწვევი მიზეზები