კლიუვერ-ბუსის ბიტემპორალური სინდრომი

კლიუვერ-ბუსის ბიტემპორალური სინდრომი იშვიათი დააავადებაა, რომელიც ვლინდება ქცევის გაუარეესებით. მდგომარეობა დაკავშირებულია თავის ტვინის დაზიანებასთან. 

გამომწვევი მიზეზები

კლიუვერ-ბუსის ბიტემპორალური სინდრომის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ჰერპესული ენცეფალიტი ან ტრავმა, რომელმაც დაააზიანია თავის ტვინის გარკვეული უბნები. 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს საგნების ვიზუალურად აღქმის უნარის დაქვეითებას, მეხსირების დაკარგვას, თავბრუსხვევასა და დემენციას, ასევე გაბრაზებასა და შიშზე საპასუხო რეაქციების უნარის დაკარგვას.

მკურნალობა

კლიუვერ-ბუსის ბიტემპორალური სინდრომი, სამწუხაროდ, განუკურნებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს დაავადება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ მდგომარეობას. მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების კონტროლი და მათი ზემოქმედების შესუსტება.