კლასტერული თავის ტკივილი

კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილებს შორის გამოირჩევა ინტენსიური ტკივილის შეგრძნებით, რომელიც ვლინდება ციკლური, ჯგუფური ტენდენციებით. ტკივილის შეგრძნებები ვითარდება საათობრივი სიზუსტით და ხშირად ემთხვევა წელიწადის დროების ცვლას. კლასტერული პერიოდის დაწყებისას ალკოჰოლის მიღება ამძაფრებს ტკივილს, ამის გამო, პაციენტები თავს არიდებენ ალკოჰოლის მიღებას შეტევების დროს. ეს პერიოდი შეიძლება გაგარძელდეს რამდენიმე კვირას ან თვეს და დასრულდეს რემიისიით - ტკივილის გაქრობით. ტკივილი პაციენტს რამდენიმე თვის ან ზოგჯერ წლის განმავლობაში აღარ აწუხებს.

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჰიპოთალამუსის პათოლოგიები ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს.

სიმპტომები

კლასტერული თავის ტკივილი, იწყება მალე წინასწარი ნიშნების გარეშე. სიმპტომებს მიეკუთვნება:

მკურნალობა

საბედნიროდ, კლასტერული თავის ტკივილი იშვიათია და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მკურნალობა შესაძლებელს ხდის შემცირდეს შეტევების რიცხვი, ტკივილების ხანგრძლივობა და სიმძიმე.