ცხოველმოქმედების პროცესში კბილიზე განვითარებული ნეაგტიური ზემოქმედება იწვევს მისი ნაწილების სერიოზულ დაზიანებას. პულპა კბილის რბილი ნაწილია, რომელიც ვსებს გვირგვინის ღრუს და ფესვების არხებს.
ყველაზე ხშირად პულპის დაზიანება იწვევს პულპიტს, რაც კბილის რბილი ქსოვილის ანთებაა. პულპიტის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ტკივილს. ტკივილი აღმოცენდება ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას, მწვავდება ღამით. უნდა ითქვას, რომ თუკი ზერელე კარიესისთვის მიზეზობრივი ტკივილია დამახასიათებელი, პულპიტის დროს ტკივილი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგაც აღინიშნება. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი ხდება. პულპიტის შემთხვევაში ხდება პულპის მოცილება და არხების დაბჟენა. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა მოხდეს პულპის განგრენა და პროცესი კბილის მწვერვალის ირგვლის ქსოვილებზე გავრცელდეს.