კბილის კარიესი

კარიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, იგი ყალიბდება თითქმის ყველა ასაკის ადამიანში. კარიესი, კბილების მაგარი ზედაპირის შეუქცევადად დაზიანებული კერაა, რომელიც ვითარდება და ქმნის მცირე ზომის ღრმულებსა და ხვრელებს.

გამომწვევი მიზეზები

კარიესი ხშირად გამოწვეულია გარკვეულ ფაქტორთა კომბინაციით, მაგალითად, ბაქტერიები პირის ღრუში, საკვების ხშირ-ხშირი მიღება, შაქრიანი სასმელები, კბილების არასწორი მოვლა.

სიმპტომები

მკურნალობის გარეშე კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილის ძლიერი ტკივილი, ინფიცირება და კბილის დაკარგვა.

მკურნალობა

სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და კბილების სწორი ჰიჰიენური მოვლა საუკეთესო დაცვაა კარიესის წინააღმდეგ.