კატის ნაკაწრის დაავადება

კატის ნაკაწრის დაავადება, კატის ნაკაწრის ცხელება ეწოდება ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს ბაქტერია Bartonella Henselae. მისი მატერებელია თითქმის ყოველი მეორე კატა. ეს ცხოველი ინფექციას რწყილებისგან იღებს და ნაკაწრით ან ნაკბენით გადასდებს ადამიანს. კატის ნაკაწრის ცხელებას სეზონურობა ახასიათებს, ის განსაკუთრებით ხშირდება გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში.დაავადება ძირითადად გავრცელებულია ცხელ ქვეყნებში და ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ხშირ შემთხვევაში დაავადება გავრცობილი ფორმით მიმდინარეობს და აზიანებს შინაგან ორგანოებს, ნერვულ სისტემას, თვალებს.

სიმპტომები

კბენიდან ან დაკაწვრიდან 2-8 კვირის შემდეგ თავს იჩენს ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით იღლიის, კისრის, ყბისქვეშა და ყურის ირგვლივ. 10-დან 9 შემთხვევაში კვანძები მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობას იღებს, ხოლო მათი დიამეტრი 3-5 მმ-მდე იმატებს. ასეთი კვანძები ნაკლებად მტკივნეულია და მწერის ნაკბენს გავს. დროთა განმავლობაში გადიდებული კვანძები შესაძლოა შეწითლდეს და მტკივნეული გახდეს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება მათი შიგთავსის სპეციალური ნემსით ამოღებაც. დაავადებას ერთვის:

მკურნალობა

მსუბუქად მიმდინარე კატის ნაკაწრის დაავადება შესაძლოა ჩაურევლადაც ალაგდეს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით - გავრცობილ და გართულებულ შემთხვევებში, მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის სქემა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას.