დაავადება ძირითადად ვითარდება ასაკობრივი ან ბროლის ქსოვილის დაზიანების შედეგად მომხდარი ცვლილებების გამო. ზოგჯერ კატარაქტის განვითარება მემკვიდრეობით გენეტიკურ დაავადებებს უკავშირდება, რომლებიც კატარაქტის გაზრდილ რისკთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევენ, გარდა ამისა, კატარაქტა შეიძლება იყოს თვალის სხვა დაავადების თანმხლებიც.
დაბურული მხედველობა ართულებს კითხვას, ავტომობილის მართვას ან ადამიანის სახეზე მიმიკის აღქმას. უმეტეს შემთხვევაში კატარაქტა მხედველობის გაუარესების გარეშე ვითარდება და რთულ ფორმაში გადასვლის შემდეგ იჩენს თავს.
ადრეულ ეტაპზე უკეთესი განათება და სათვალე ეხმარება პაციენტს კატარაქტის სიმპტომების შემსუბუქებაში. საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. საბედნიეროდ, ოპერაცია ზოგადად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.