კარცინოიდული სინდრომი
კარცინოიდული სინდრომის დროს იშვიათი სიმსივნე (კარცინოიდული სიმსივნე) გამოყოფს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს სისხლში, მაგალითად, სეროტონინს, რის შედეგადაც ვლინდება სიმპტომთა და ნიშანთა ერთობლიობა. კარცინოიდული სიმსივნეები ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ფილტვში გვხვდება, აღნიშნული სიმსივნეების მხოლოდ მცირე რაოდენობას ახასიათებს კარცინოიდული სინდრომი. ღვიძლი ანეიტრალებს ქიმიურ ნივთიერებებს, სანამ ისინი მოხვდებიან მთელს ორგანიზმში და გამოვლინდებიან სიმპტომურად. თუმცა, როცა სიმსივნე იზრდება და ვრცელდება თავად ღვიძლში, გამოყოფილი ნივთიერებები ვეღარ ნეიტრალდება და გადადის სისხლში. სინდრომის მქონე პაციენტების უმრავლესობას ღვიძლში მეტასტაზირებული შორს წასული კიბო აქვს. ზოგიერთი სიმსივნე რომელიც არ ვრცელდება ღვიძლში, მაინც იწვევს სინდრომს, მაგალითად, ფილტვის კარცინოიდული სიმსივნე ნივთიერებას პირდაპირ სისხლში გამოყოფს, ღვიძლის ავლით, ამიტომ იწვევს სინდრომს. კარცინოიდული სიმსივნე ნაწლავებში კი ნივთიერებას ღვიძლისკენ მიმავალ სისხლში გამოყოფს. ღვიძლი განეიტრალების საშუალებით ხელს უშლის ნივთიერებების დანარჩენ ორგანოებამდე მირწევას. კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.