კანდიდოზური სტომატიტი

კანდიდოზური სტომატიტი, არის მდგომარეობა, როცა პირის ღრუში ვითარდება, მტკივნეული, წყლულოვანი წარმონაქმნები. წყლულები პირის ღრუში შესაძლოა გაჩნდეს დაავადებების ან პირის ღრუს რბილი ქსოვილების ან ენის დაზიანების დროს. 

სიმპტომები

კანდიდოზური სტომატიტისთვის დამახასიათებელია პირის ღრუს ლორწოვან გარსზე აფთების (მცირე ზომის წყლულები) პერიოდული გამოყრა. აფთები შესაძლოა განლაგდნენ ენაზე, ლოყების ლორწოვანზე, მაგარ და რბილ სასაზე, ასევე ტუჩების ლორწოვანზე. გამოირჩევიან მტკივნეულობით. ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული ტრავმირებისას აფთა შესაძლოა გადაიზარდოს ხანგრძლივად შეუხორცებელ წყლულში, რომლის ეპიტელიზაციის შემდგომ ჩნდება ნაწიბური.

მკურნალობა

დაავადების პროფილაქტიკა მდგომარეობს მისი გამომწვევი მიზეზის მოცილებაში.