კანაბინოიდის მოხმარებას ახასიათებს ეიფორია, უდარდელობის შეგრძნება, სიამოვნება, ბევრი ლაპარაკი, ძლიერი შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, თვალების ჩაწითლება;
ნარკოტიკული ნივთიერების ქრონიკულ მომხმარებლებს ეკარგებათ ცხოვრების ინტერესი, უცხოვდებიან გარემოს, ოჯახის წევრების, თავისი პიროვნების, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ.
კანაბინოიდის ქრონიკული მოხმარება ადვილად განკურნებადია თუკი პაციენტი დროულად დაიწყებს საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მკურნალობა მოიცავს დეტოქსიკაციას, სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას.