საჯდომი ნერვის ანთების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს: ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი, მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს,, მალათაშორისი დისკოს დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა, შეკრულობა, დიაბეტი, ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა, მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად საჯდომის ნერვის მიჭყლეტა.
რაც შეეხება სიმპტომებს, დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს, დუნდულა კუნთის ჩამოშვება, აქილევსის რეფლექსის დასუსტება, იშიასის მანიშნებელია.
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება გამაღიზიანებელი მალამოები, რომელიც მტკივან ადგილას წაისმევა, მწვავე პერიოდში რეკომენდირებულია მოძრაობის შეზღუდვა და პაციენტის მაგარ საწოლზე წოლა, ეფექტურია მტკივანი ადგილის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატებით, პარარელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინფექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, ამიტომ მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდირებული არ არის.