ინფექციური მონონუკლეოზი
ინფექციურ მონონუკლეოზს ხშირად კოცნის დაავადებასაც უწოდებენ. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს, რომელიც გადაეცემა ნერწყვით კოცნის, ხველის, ცემინების, დაინფიცირებული ჭიქისა და დანა-ჩანგლის გამოყენებისას. ზრდასრულ ადამიანებში დაავადება საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა და საერთო სისუსტე, ყელის ტკვილი, რომელიც არ უმჯობესდება ანტიბიოტიკების მიღების მიუხედავად, ცხელება, გადიდებული ლიმპური კვანძები კისრისა და იღლიის მიდამოებში, შეშუპებული ტონზილიტები, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, რბილი გადიდებული ელენთა. დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში ეპშტეინ-ბარის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის შედეგად. დაავადება, ვირუსული წარმომავლობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, ანტიბიოტიკებს. დაავადების მართვა გულისხმობს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, სიმპტომების შემამსუბუქებელ საშუალებებს და წოლით რეჟმს.