ინფექციური ართრიტი

სახსრის ინფექციური ართრიტი მასში მიკრობების შეჭრის შედეგად ვითარდება. მიკრობები სახსარში სხვადასხვა გზით ხვდება: პირდაპირი გზით (ტრავმებისა და ჭრილობების დროს), ლიმფოგენური გზით გვერდით მდებარე ჩირქოვანი კერებიდან (ლიმფადენიტი, ოსტეომიელიტი და სხვა). გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი და სხვა. შერეული ფლორის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ინფექციური ართრიტის დროს. პათოლოგიური პროცესის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც მცირე მოძრაობაზეც კი ძლიერდება. კიდური დამახასიათებელ მდგომარეობას იღებს. მაგალითად, სხივ-მაჯის სახსრის დაზიანებისას ხელი ოდნავ მოხრილია და გარეთ არის გაწეული. დაზიანებული სახსრის არეში ტემპერატურა მომატებულია და მასზე ზეწოლისას ტკივილი ჩნდება. საწყის სტადიაზე საერთო სისუსტე და ტემპერატურის მკვეთრი მატება არ შეიმჩნევა. აღინიშნება კანის სიწითლე და ოფლიანობა. თუ ჩირქოვანი პროცესი აზიანებს სახსრის და კუნთების შემომფენ ფასციას, მაშინ ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება. ამ დროს არცთუ იშვიათად საერთო მდგომარეობა მძიმეა, შეიმჩნევა კანის საფარველის სიყვითლე, შემცივნება, ცხელება და ბოდვა. ავადმყოფებს უყალიბდებათ სეპტიკოპიემია. დაავადების მკრნალობა შეიძლება წარმიართოს როგორც კონსერვატული, ისე ქირურგიული მეთოდით.