ინსულინომა
ინსულინომა კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს. ეს დაავადება ძირითადად გავრცელებულია 30 - დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში და საკმაოდ რთულად აღოსაჩენია, რადგან სიმსივნური წარმოანქმნი შესაძლებელია მეტისმეტად პატარა იყოს. დაავადებუს საწყის სტადიაში ძლიერდება მადა, პაციენტი სუქდება შემდეგ ვითარდება სისხლში შაქრის დინის მკვეთრად დაცემა, ავადმყოფი გრძნობს ძლიერ სისუსტეს, უხვ ოფლიანობას, სიფითრეს, კანკალს, გულისცემის შეგრძნებას, ძლიერი შეტევის დროს მოსალოდნელია დამბლა, გონების დაკარგვა, გამოსახულების გაორება, კომა. ხშირი შეტევების შედეგად ადამიანს ეცვლება პიროვნული თვისებები, მშვიდი ადამიანი შეიძლება იოლად გაღიზიანდეს, ეუფლება აგრესია, ამჟღავნებს არამოტივირებულ მრისხანებას, ინსულინომის მკურნალობა ძირითადად ქირურგიული გზით ხდება, მწვავე შეტევის მოხსნა შესაძლებელია ცხელი ჩაის მიღებით.